მსვლელობა თბილისში
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, სამღვდელოებისა და მრევლის მსვლელობა დასრულებულია. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, სამართალდამცველების თანხლებით გაიმართა. სამებაში მისულმა პირებმა ტაძარი მოილოცეს. მსვლელობის დაწყებამდე კი რესპუბლიკის მოედანზე, სასულიერო პირებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისი აღავლინეს. დემონსტრანტებმა მედიასთან კომენტირებისას, აქცენტები ოჯახისა და ერის გამრავლების მნიშვნელობაზე გააკეთეს. გარდა ამისა, ისაუბრეს ლგბტ თემზეც და მათ მიმართ ძალადობრივი ქმედებები დაგმეს. თუმცა, ლგბტ თემს მოუწოდეს, ნუ ეცდებიან საკუთარი შეხედულებების საჯარო დემონსტრირებას და პროპაგანდას. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, დღეს 5 საათზე კიდევ ერთი მსვლელობაა დაგეგმილი, რომლის დასრულების შემდგომაც, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კონცერტი გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსვლელობა თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსვლელობა თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსვლელობა თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NetGazeti: მსვლელობა თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმ...
netgazeti ge
აქცია-მსვლელობა თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქალების მსვლელობა თბილისში
რადიო თავისუფლება
ავტომობილებით მსვლელობა თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო მსვლელობა თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster