პრეზიდენტმა სააღდგომოდ 19 მსჯავრდებული შეიწყალა


საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 19 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან ორი ქალია. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. გარდა ამისა, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრის მქონე მოქალაქე, ამ შემთხვევაშიც ორი ქალია, 21 პირი პირობითი მსჯავრისგან სრულად გათავისუფლდა. მათ შორის, სამი პირობითი მსჯავრდებული პრეზიდენტმა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგანაც შეიწყალა. პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა შეუმცირდა ორ მსჯავრდებულს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან