რუსულის გაკვეთილი 44. ტექსტი და წინდებულიანი ბრუნვა/ Предложный падеж
https://www.facebook.com/787287154664...
ამ ბმულზე იხილეთ დაწერილი ის გრამატიკული მასალა, რომელზეც გაკვეთილში ვსაუბრობ
Обучающий текст
სასწავლო ტექსტი
Познакомьтесь: это Анна. Ей десять( 10) лет. / გაიცანით: ეს ანნაა. იგი 10 წლისაა.
У нее есть мать, отец и старший брат. / მას ჰყავს დედა, მამა და უფროსი ძმა.
Девочка учится в школе и живет в Грузии, в городе Тбилиси./ გოგონა სკოლაში სწავლობს და ცხოვრობს საქართველოში, ქალაქ თბილისში.
Она любит общаться с друзьями. /მას უყვარს მეგობრებთან ურთიერთობა.
Дети часто гуляют в парке, проводят дни на бассейне, играют на детских площадках, которых много в столице. / ბავშვები ხშირად სეირნობენ პარკში, დღეებს აუზზე ატარებენ, თამაშობენ საბავშვო მოედნებზე, რომლებიც მრავლადაა დედაქალაქში.
Мама очень радуется, когда ее дочь находится на воздухе. / დედას ძალიან უხარია, როცა მისი შვილი ჰაერზეა.
Мама волнуется, когда Анна долго ( подолгу) зависает в телефоне, играет на компьютере.
/ დედა ღელავს, როცა ანნა დიდხანს არის ტელეფონში თავჩარგული, კომპიუტერზე თამაშობს.
А вообще Анна растет в любви, в ласке, в ласке и во взаимопонимании. / საერთოდ კი ანნა იზრდება სიყვარულში, ალერსში და ურთიერთგაგებით აღსავსე გარემოში.
Потому что в Грузии и на Кавказе вообще, к детям относятся особенно бережно. /იმიტომ რომ საქართველოში და საერთოდ კავკასიში , ბავშვებს განსაკუთრებით სათუთად ეპყრობიან.
მივაქციოთ ყურადღება:
ტექსტში ჩვენ შევხვდით წინადადებას : Девочка растет в любви, ласке и во взаимопонимании.
სიტყვასთან ласка ალერსი ყველაფერი გასაგებია : - а ჩამოვაშორეთ და დავურთეთ ტრადიციული -е დაბოლოება. საინტერესო სიტყვაა в любви. ერთი მხრივ, თვითონ სიტყვა любовь ბრუნვისას ამოიგდებს მერყევ ხმოვანს - о. ვიღებთ ფუძეს любв-.
მეორე მხრივ, საყურადღებოა ის, რომ, არსებითი სახელი любовь მდედრობითი სქესის არის, ბოლოვდება - ь. ამიტომ,-ь მას ჩამოშორდება და დაერთვის ბრუნვის ნიშანი и ( და არა ტიპური დაბოლოება е).
Она растет в любви.
ასევე მინდა განგიმარტოთ ის, რომ არსებითი სახელი взаимопонимание ბოლოვდება ие -ზე. მას ჩამოშორდება - е. დაგვრჩება ფუძე вхаимопонимани .მას დაერთვის ბრუნვის ნიშანი -и. ამგვარად, სიტყვის ბოლოს თავს მოიყრის ორი и.
რატომ არ ვამბობთ в взаимопонимании ? ასეც შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ კეთილხმოვნებისთვის ჯობს ვთქვათ во взаимопонимании. ეს იმიტო მოხდა, რომ в წინდებულის დამატებისას, თავს მოიყრის ზედიზედ 3 თანხმოვანი :в, в, з. რაც რუსულისთვის არ არის დამახასიათებელი.
იგივე შეიძლება ითქვას არსებით სახელზე Франция. ყოველთვის ვამბობთ во Франции.რადგანაც, в წინდებულის გამოყენებისას თავს მოიყრის ზედიზედ სამი თანხმოვანი в Ф р.
Учим русский язык с Тинатин-ის სხვა ვიდეოები
19:48
რუსულის გაკვეთილი 43. დიალოგი და ზმნები обесценива...
15:54
რუსულის გაკვეთილი 30. ახალი დიალოგი და განვლილი მა...
12:25
რუსულის გაკვეთილი # 38 სუბტიტრებით. ტექსტი " Выход...
17:21
რუსულის გაკვეთილი# 29. დიალოგი და მნიშვნელოვანი ზ...
18:16
რუსულის გაკვეთილი 31. ზმნის წარსული დრო. ტექსტი და...
12:36
რუსულის გაკვეთილი # 34. გრამატიკა და ტექსტი " Прит...
07:25
რუსულის გაკვეთილი #39.(1 ნაწილი) დიალოგი
მსგავსი ვიდეოები
რუსულის გაკვეთილი 44 (საღამოს გასეირნება)/Russian Lessons 44...
Gurami Beridze
ჩინურის გაკვეთილი 44 ( საღამოს გასეირნება )/Chinese Lessons...
Gurami Beridze
რუსულის გაკვეთილი 49( ნაწილი 2). მოქმედების იარაღის გამოხატვ...
Учим русский язык с Тинатин
რუსულის გაკვეთილი 75 (დასაბუთება)/Russian Lessons 75/Уроки р...
Gurami Beridze
ინგლისურის გაკვეთილი 86 (შეკითხვა წარსული 2)/English Lesson...
Gurami Beridze
თურქულის გაკვეთილი 86 (შეკითხვა წარსული 2)/Turkish Lesson 86...
Gurami Beridze
გერმანულის გაკვეთილი 20 (პატარა დიალოგი 1)/German Lesson 20...
Gurami Beridze
ფრანგულის გაკვეთილი 11 (თვეები)/French Lessons 11/Французски...
Gurami Beridze