რუსულის გაკვეთილი # 34. გრამატიკა და ტექსტი " Притча о спокойствии"


Имена прилагательные
Друзья, сегодня мы продолжаем разговор об именах прилагательных.
დღეს ვაგრძელებთ საუბარს ზედსართავ სახელებზე. მინდა ცისარტყელის ფერები გაგახსენოთ.
რუსულში ცისარტყელის ფერებს ერთი საინტერესო წინადადების საშუალებით იმახსოვრებენ. ამ წინადადების ყოველი სიტყვა სწორედ იმ ასოთი იწყება, რომლითაც იწყება ცისარტყელის ფერების აღმნიშვნელი ზედსართავი სახელი.
აი ეს ფრაზაც : « Каждый охотник желает знать, где сидит фазан »- თითოეულ მონადირეს სურს იცოდეს, სად ზის ხოხობი.
Каждый – красный (წითელი)
Охотник – оранжевый ( ნარინჯისფერი)
Желает – желтый (ყვითელი)
Знать – зеленый ( მწვანე)
Где – голубой ( ცოსფერი)
Сидит- синий ( ლურჯი)
Фазан – фиолетовый ( იისფერი)
ყველა ფერი მამრობითი სქესის ფორმითაა წარმოდგენილი.
ავიღოთ ზედსართავი სახელი მწვანე და ის სხვადასხვა სქესში გადავიყვანოთ.
Единственное число
Мужской род- зеленый
Женский род -зеленая
Средний род- зеленое
Множественнле число
Зеленые ( მწვანეები)
დავაკვირდეთ ზესადრთავ სახელს голубой ანუ ცისფერი. მისი თავისებურება იმაშია, რომ მამრობითი სქესის ფორმა - ой მახვილიანი დაბოლოებით ბოლოვდება. ეს ნიშნავს, რომ [о] ზე ეცემა მახვილი და ის უფრო გრძლად უნდა გამოვთქვათ, ვიდრე სხვა ხმოვნები ამ სიტყვაში. ზედსართავი სახელების უმეტესობას მამრობით სქესში კი - ый (- ий) დაბოლოება აქვთ. სხვა თავისებურება ამ ზედსართავს არ გააჩნია.
Единственное число
Мужской род – голубой
Женский род- голубая
Средний род – голубое
Множественное число
Голубые ( ცისფერები)
Примеры :
Голубой стакан ცისფერი ჭიქა
Голубая чашка ცისფერი ფინჯანი
Голубое небо ცისფერი ცა, голубое платье ცისფერი კაბა
Множественное число
Голубые стаканы ცისფერი ჭიქები, голубые чашки ცისფერი ფინჯნები, голубые небеса ცისფერი ცა( небеса არსებითი სახელის небо მრავლობითი რიცხვია) голубые платья ცისფერი კაბები
განვიხილოთ ზედსართავი სახელი ლურჯი Синий. მას აქვს რბილი დაბოლოება - ий და არ აქვს უფრო გავრცელებული ( - ый). მდედრობითშიც და საშუალო სქესში ამ ზედსართავ სახელს რბილი დაბოლოება ექნება.
Единственное число
Мужской род- синий
Женский род- синяя
Средний род- синее
Множественное число
Синие ( ლურჯები)
Приведем примеры :
Синий небосвод ლურჯი ცის კაბადონი
Синяя майка ლურჯი მაისური
Синее море ლურჯი ზღვა
Синие небосводы ლურჯი კაბადონები, синие майки ლურჯი მაისურები, синие моря ლურჯი ზღვები, синие глаза ლურჯი თვალები.
მინდა გესუბროთ მიმართებით ზედსართავ სახელებზე. მათ რბილი დაბოლოებები აქვთ იმის მიუხედავად, რომ მათი ფუძე არ ბოლოვდება შიშინა თანხმოვნებზე. მიმართებითი ზედსართავები გამოხატავენ მიმართებას( კავშირს) დროსთან ან ადგილთან. თუ, ამავდროულად მათი ფუძე ასო - н- თი ბოლოვდება, მსგავსი ზრდასრთავის დაბოლოება იქნება რბილი.
Нижний ზედა, верхний ქვედა, весенний - საგაზაფხულო, გაზაფხულის , летний-- საზაფხული, ზაფხულის.
მაგალითად განვიხილოთ ზედსართავი верхний- ზედა.
Верхний этаж ( мужской род) ზედა სართული
Верхняя одежда ( женский род) მდედრობითი სქესი
Верхнее окно ( средний род) ზედა ფანჯარა
Множественное число/ მრავლობითი რიცხვი
Верхние этажи ზედა სართულები, верхние соседи ზედა ( ზემოთ მცხოვრები) მეგობრები, верхние окна ზედა ფანჯრები.
ზედსართავი სახელი верхний ანუ ზედა - მიმართებითია, რადგან მისი ფუძე н-ზე ბოლოვდება ; გარდა ამისა, ეს ზედსართავი შინაარსობრივად გამოხატავს მიმართებას ადგილთან( ზემოთ). Имя прилагательное верхний является относительным ( это относительное прилагательное), так как его основа оканчивается на – н- , а кроме того, это прилагательное по своему содержанию выражает отношение к месту, к верху.
Весенний – это тоже относительное прилагательное, потому. Что по своему содержанию оно выражает отношение ко времени( к сезону).
Весенний - საგაზაფხულო. ეს მიმართებითი ზედსართავი სახელია, რადგან ის გამოხატავს მიმართებას დროსთან( სეზონთან) და მისი ფუძე ბოლოვდება - н- სუფიქსით. ასეთ ზედსართავს ყველა ფორმაში რბილი დაბოლოება ექნება.
Весенний день გაზაფხულის დღე
Весення одежда საგაზაფხულო ტანსაცმელი
Весеннее настроение საგაზაფხულო განწყობა
Множественное число/ მრავლობითი რიცხვი
Весенние дни გაზაფხულის დღეები, весенние месяцы გაზაფხულის თვეები, весенние одежды საგაზაფხულო ტანსაცმელები( მრავალი ტანსაცმელი) , весенние настроения საგაზაფხულო განწყობები.


გაკვეთილის ტექსტი სრულად იხილეთ აქ: https://www.facebook.com/787287154664...

ვიდეოები „Учим русский язык с Тинатин"-ისგან