საპროტესტო აქცია რუსთაველზე


რუსთაველის გამზირზე კი დღეს მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ისევ გააპროტესტებენ. „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით აქცია სახელწოდებით - „არა რუსულ კანონს“ საკანონმდებლო ორგანოსთან გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება პროექტს დღის წესრიგიდან არ მოხსნის. კონკრეტული სამოქმედო გეგმა დღეისთვის არ გასაჯაროებულა, გუშინ კი დემონსტრანტებმა შეკრება პარლამენტთან დაიწყეს, შემდეგ კი იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს.

მოგვიანებით მსვლელობა გმირთა მოედნისაკენ დაიძრა, სადაც ახალგაზრდებმა დადეს ფიცი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად ერთად იბრძოლებენ, რაც, მათივე განმარტებით, ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მიღების საშუალებას არ მისცემენ. აქციის მონაწილეებს დღეს უმრავლესობის ლიდერებმა უპასუხეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან