ვითარება სოფელ დიცთან


ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან - ადგილობრივების განცხადებით, სოფელ დიცში, ოკუპანტების მიერ გავლებული ღობე ავტომანქანამ გაანგრია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მძღოლი მათ გამოელაპარაკა.

პარალელურად, საოკუპაციო ძალებში განგაში გამოცხადდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირს უკან მიბრუნებისას საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები დაედევნენ, დაიჭირეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე იყო გასროლაც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან