რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება

07.02.2022 07:26

ყოველდღე სულ უფრო გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და მონაცემები, რომლებიც წინასწარ პროგნოზებს სცდება.

საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამი უკონტროლოდ ვრცელდება. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 35%-ს უახლოვდება, რაც შედარებით სტაბილურ პერიოდში არსებულ მაჩვენებელს შვიდჯერ აჭარბებს. ქვეყანა მეექვსე ტალღის პიკშია. ხვალინდელი სტატისტიკა გვაჩვენებს, გამოიკვეთება თუ არა ვითარების დასტაბილურების ნიშნები. თუ ხვალ, შაბათ-კვირის გათვალისწინებით, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ზე, ანუ დღემდე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ცოტა იქნება, ეს ნიშნავს, რომ პიკურმა პერიოდმა დიდი ალბათობით გადაიარა და ვირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის დაღმასვლა იწყება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub