ნარკოკარტელის ხელმძღვანელის დაკავება

24.01.2021 00:49

ნიდერლანდების პოლიციამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი დააკავა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ჩინური წარმოშობის კანადის მოქალაქეზე ცე ჩი ლოპზე საერთაშორისო ძებნა ავსტრალიას ჰქონდა გამოცხადებული. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი მამაკაცის ნარკოკარტელი აზია-წყნარი ოკეანეთის ნარკოტიკების ბაზარზე დომინირებს. ცე ჩი ლოპი ამსტერდამის აეროპორტში დააკავეს. ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, „სამ გორ სინდიკატი“ პასუხისმგებელია ქვეყანაში შემავალი ნარკოტიკების 70 პროცენტზე. ავსტრალიის ხელისუფლება ცე ჩი ლოპს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა. გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ნარკოკარტელის შემოსავალი მხოლოდ მეტამფეტამინის გაყიდვებიდან 17 მილიარდ დოლარს აღწევდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: