„ქართული მარშის“ აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან


პრეზიდენტის რეზიდენციასთან „ქართული მარშის“ წევრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის მოღალატეობრივი და მან პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რომელიც დავით გარეჯის გარშემო დაგროვდა. ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ეკლესია-მონასტრებთან მას მერე გამოჩნდნენ, რაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა გარეჯში და განცხადებები გააკეთა.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მათ სურთ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა, სადაც ისინი დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით, გარკვეულ საკითხებს დასვამენ. ამიტომ, ბრეგაძის თქმით, პრეზიდენტს აძლევდენ რამდენიმე წუთს იმისთვის, რომ „მარშის“ დელეგაცია მიეღო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან