კომპოსტირება - ვიდეო #4

03/19/2019

იდეის ავტორი - სლავა მეჟდოიანი, ინიციატივა დაფინანსებულია ორბელიანი საქართველოს პლატფორმის საშუალებით, შვედეთის მთავრობის დაფინანებით.

ვიდეო #1 -    • კომპოსტირება - ვიდეო #1  
ვიდეო #2 -    • კომპოსტირება - ვიდეო #2  
ვიდეო #3 -    • კომპოსტირება - ვიდეო #3  

ფლაერი ქართულ და სომხურ ენებზე - https://drive.google.com/open?id=1Uee...

ინსტრუქცია:
1) კომპოსტისათვის ბაღში უნდა შეირჩეს საშუალოდ დაჩრდილული ადგილი. იგი სახლიდან მოშორებით უნდა იყოს, სპეციალურ კონსტრუქციაში-კომპოსტერში. კომპოსტის მასის სიგრძე 1-1,5 მეტრი, ხოლო სიგრძე ნებისმიერი შეიძლება იყოს.
2) შერჩეული ადგილი ბარით უნდა გაფხვიერდეს 30-60სმ-ის სიღრმეზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი დრენაჟი.
3) კომპოსტი ფენა-ფენა მზადდება. პირველ ფენად ბუჩქნარის ან ვაზის დაქუცმაცებული ანასხლავი, ფიჩხი, თივა, ნამჯა, ჩალა ან სხვა ძნელად შლადი ნარჩენები უნდა დავაწყოთ.
4) შემდეგ ფენად გამოდგება ნებისმიერი ორგანული ნარჩენი: ნაფცქვენები, ნაჭუჭი, ნაკელი, ჩამოცვენილი ფოთლები, სარეველა ბალახი და სხვა. ეს ყველაფერი 30-40 სმ-იან ფენად უნდა გაიშალოს.
5) ამ მასას ზემოდან 5 სმ მიწის ფენა უნდა მოეყაროს.
6) მიწას ზემოდან უნდა მოეყაროს ნაცრის ფენა.
7) ასეთი წყება უნდა განმეორდეს რამოდენიმეჯერ, სანამ კომპოსტის გროვის სიმაღლე 1-1,5 მეტრს არ მიაღწევს. გროვას ზემოდან უნდა დავაფაროთ ნამჯა ან თივა ან ძველი ტომრები.
8) მშრალ ამინდში კომპოსტი კვირაში ორჯერ უნდა მოირწყას წყლით. მიკრობული აქტივობისთვის, საკომპოსტე ნაყარში ძალიან მნიშვნელვანია ტენის არსებობა. მაგრამ არ უნდა მოირწყვას ჭარბი რაოდენობით, ჭარბმა წყალმა შეიძლება საკომპოსტე ნაყარიდან მკვებავი ნივთიერებების გამორეცხვა გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად თუ საკომპოსტე ნაყარი ზედმეტად სველია, საჭიროა საკომპოსტე ნაყარის მორევა და ჩალის ან ფოთლების დამატება.
9) 4-6 თვის შემდეგ კომპოსტი მზად იქნება. ამ პერიოდის მანძილზე კომპოსტს უნდა მოვაცილოთ ზედა საფარი და ნიჩბით ან ფიწალით უნდა გადავაბრუნოთ.

#კომპოსტი #კომპოსტირება #არდაწვაფოთოლი #გარემოსდაცვა
#ორბელიანისაქართველო
#Umbrella #youthwork #ამბრელა