აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია

22.08.2019 01:14

აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ი შეშფოთებულია გუგუტიანთკარში „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების დამონტაჟების განახლების გამო“. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აშშ-ი იმედოვნებს რომ ახალი ღობეების და ბანერების მშენებლობა დაუყოვნებლივ შეწყდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: