დაძაბულობა კოსოვო-სერბეთის გამყოფ ხაზზე
კოსოვოსა და სერბეთის გამყოფ ხაზზე დაძაბულობა ამ დრომდე რჩება, თუმცა, ვითარება მცირედით განმუხტულია. ღამით ისმოდა სროლისა და განგაშის სიგნალის ხმაც. ვითარების ესკალაცია კოსოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც სერბეთის მოქალაქეებისთვის კოსოვოში შესვლის წესების ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, სერბეთის მოქალაქეებს კოსოვოში შესასვლელად წინასწარ ნებართვის აღება მოუწევთ. ეს წესი ვრცელდება როგორ საჰაერო, ასევე სახმელეთო საზღვარზეც, სადაც სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლის შეზღუდვა იგეგმება. პრიშტინას გადაწყვეტილებამ კოსოვოში მცხოვრები სერბების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ სატვირთო ავტომობილებით გზა ჩახერგეს, რასაც გამყოფ ხაზზე დაძაბულობა მოჰყვა. გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, კოსოვოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 2022 წლის პირველ სექტემბრამდე გადადებს. თუმცა, ამის წინაპირობად პრიშტინაში სერბეთის მიერ გამყოფ ხაზზე არსებული ბარიკადების აღება დაასახელა. ადილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების გადადების თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა მიმართა. კოსოვოს გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაძაბულობა კოსოვო-სერბეთის გამყოფ ხაზზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბულობა სერბეთ-კოსოვოს გამყოფ ხაზზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბულობა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე
Euronews Georgia
კოსოვო-სერბეთის საზღვრაზე კვლავ დაძაბულობაა
Euronews Georgia
დაძაბულობა სერბეთ-კოსოვოს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 27 დეკემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბულობა კოსოვოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster