ენგურის ხიდი ჩაკეტილია
უკვე მესამე დღეა, ენგურის ხიდი ცალმხრივად დაკეტილია. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს. მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, ევროკავშირის დამკვირვებლები გადაადგილების მნიშვნელოვნად შემცირების ფაქტს ადასტურებენ. ერიკ ჰოეგის თქმით, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს აზარალებს. განცხადებას ავრცელებს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელიც. ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო შეწუხებულია. „ეს ქმნის დამატებით სირთულეებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. შეზღუდვები უნდა მოიხსნას იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ჰუმანიტარული კრიზისი. ეს იქნება მნიშვნელოვანი თემა მომდევნო კვირაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისას“, – წერს ტოივო კლაარი „ტვიტერში“. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 21 საათზე, 28 ივნისი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
გადაადგილება სამშობლოში სიცოცხლის ფასად - ოკუპაციის მორიგი მ...
Radio Atinati
„არჩევანი სამშობლოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტილია.
odishitv
მცირე ინციდენტი ზუგდიდში, რომელიც მალევე აღიკვეთა,დილიდანვე...
სამეგრელო news samegrelo news
პანდემია ოკუპაციაში
Livepress. ge
„ჩაკეტილ აფხაზეთში ცხოვრება ძალიან რთულია“ - ენგურის ხიდი გა...
Radio Atinati