ოცინდალედან დაშვება

19.10.2021 08:34

ოცინდალეს მე-11 საუკუნის ეკლესია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ თაიაშია. 2006 წელს მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა . ვიდეო გადავიღე მხოლოდ დაშვებისას - ასვლისას შიშისგან ხმაც არ ამომიღია. ჩუმად გამოვემშვიდობე ყველა ახლობელს, ცოდვების მიტევება ვთხოვე ღმერთს, შემდეგ დამენანა გეგმები, რომელსაც ვერ ავასრულებდი, რადგანაც წამი-წამზე გადავვარდებოდით და ამით მორჩებოდა ყველაფერი :)) ეს ასე არ მოხდა, მაგრამ შემდეგ, კვირების მანძილზე ვერ ვიძინებდი. ამ ვიდეოს რომ ვარედაქტირები მაშინაც კი შიშისგან მახურებდა :)) მუსიკს ავტორია ჩემი მეგობარი ვალერი ხაჩიძე და ბენდი "მონოპლანი". მას აქ მოუსმენთ ძალიან ლამაზი კლიპით:    • Monoplane  - ტიბეტი

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო