ტახტი-თეფა - მოქმედი ვულკანი დედოფლისწყაროში

11.02.2022 04:51

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოში მოქმედი ვულკანია. ის დედოფლისწყაროდან რამდენიმე კილომეტრში, დალის წყალსაცავის სამხრეთით მდებარეობს და „ტახტი-თეფას“ სახლითაა ცნობილი. ვულკანი ცხელი ლავისა და გეიზერების გარეშე, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია და არაორგანული ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. ნიადაგის სიღრმიდან თიხისფერი მასა უწვრილესი ნაპრალებიდან ამოდის და მას სხვადასხვა მინერალები ერთვის. როგორი ტურისტული პოტენციალი გააჩნია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე ტახტი-თეფას ტალახის ვულკანს და რა მოლოდინები არსებობს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსთან დაკავშირებით, - ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი კახეთიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: