ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმე
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს სატელეფონო კომპანია „მაგთიკომის“ იურისტი იკითხება. საქმის არსებითი განხილვა დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ სხდომაზე მოწმემ ანძის მეშვეობით ამოღებული სატელეფონო ზარების შესახებ ისაუბრა. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილს ტელეფონზე ბრალდებულის სატელეფონო ზარი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის დაფიქსირებული. 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 21 თებერვალს მოკლეს. მას ცივი იარაღით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 22 თებერვალს, ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მამის კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც გამოძიების ინფორმაციით, მოკლული ნაცვლიშვილის სისხლის კვალია აღმოჩენილი. პროკურატურის ინფორმაციით, ცივი იარაღი საკუთარი მამის ავტომობილში სწორედ გრიგალაშვილმა დამალა. იურისტის გარდა პროცესზე 2 გამომძიებელიც იკითხება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე,სასამართლომ ორივე მხარის...
POS TV
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ კიდ...
PalitraNews
თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა შს მინისტრთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეალური სივრცე - ხორავას ქუჩის საქმე - 2 დღე 10 ივნისამდე #L...
20 წლის ანა ნაცვლლიშილის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ გარდ...
POS TV