რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გადაცემა მოსკოვისთვის წითელი ხაზია“. ამის შესახებ განცხადება, რუსეთის სახელმწიფო სააგენტოსთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს დეპარტამენტის მეორე მოადგილემ გააკეთა. მისი თქმით, მოსკოვში აანალიზებენ ამერიკისა და მისი მოკავშირეების ქმედებებს და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ადგენენ საპასუხო ნაბიჯებს. ამავე ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კიევს ეხმარება უცხოელი მებრძოლების დაქირავება-გადაბირებაში და აძლევს მათ საბრძოლო მოქმედებების წარმოების ორიენტირებს, რაც ვაშინგტონს კონფლიქტის მხარედ აქცევს. მოსკოვში ასევე აცხადებენ, რომ არ ამბობენ უარს კიევთან მოლაპარაკებებში შუამავლობაზე. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, შუამავლობის სურვილი ბევრ ქვეყანას აქვს, თუმცა დიალოგის დაწყებამდე, მათ უნდა აიძულონ კიევი შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. მისივე თქმით, რუსეთის მიერ მიერთებული ახალი ტერიტორიების საკითხი განხილვის საგანს არ წარმოადგენს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან