კამათი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში


დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში თვითთმართველი თემის საკრებულო შეიკრიბა. სხდომაზე განსახილველად 10-მდე საკითხი იყო გატანილი. ცხარე კამათი გამოიწვია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტმა. დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასის ზრდა გააპროტესტეს და სოფელ ვარდისუბანში სასმელი წყლის რეზერვუარის შეკეთება მოითხოვეს. ამ მოთხოვნას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი დავით თუშიშვილი აცხადებს, როდესაც მუნიციპალიტეტს უამრავი პრობლემა აქვს, ხელისუფლებას არ აქვს ფუფუნება, სახელფასო ფონდი გაზარდოს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/10LP1Pp

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან