აუდიტის სამსახურმა მოხეს სკოლაში მომხდარი, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო

18.01.2017 00:42

საქართველოს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა, ადიგენში, მოხეს სკოლაში მომხდარი, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

შეგახსენებთ, მოხეს სკოლაში მუსლიმი მოსწავლეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც, მათივე თქმით, სკოლაში გოგონას დირექტორმა თავსაფრის ტარება დაუშალა.

მიუხედავად იმისა, რომ დირექტორმა გოგონას მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა უარყო, სკოლის მუსლიმი მოსწავლეები რამდენიმე დღის განმავლობაში აქციებს მართავდნენ და ფაქტზე რეაგირებას განათლების სამინისტროს სთხოვდნენ.

საკითხის შესწავლა დაიწყეს რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველის აპარატმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. მათი წარმომადგენლები მოხეს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.

გაზიარება:
GM Sunshine

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო