გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ალბომის პრეზენტაცია

20.10.2014 07:23

20 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა საქართველოს სახალხო არტისტის, მსახიობ გურამ საღარაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედების ამსახველი აუდიო-ვიდეოალბომის პრეზენტაცია. ალბომი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების დიდი ალბომი უფასოდ გავრცელდება ბიბლიოთეკებში, მედიათეკებში და სხვადასხვა სახელოვნებო არქივში იმისათვის, რომ მომავალ თაობას შესაძლებლობა ჰქონდეს გაეცნოს უდიდესი ქართველი არტისტის შემოქმედებას. “სანო სტუდიაში“ ალბომზე მუშაობა მსახიობს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ჰქონდა დაწყებული; მან გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე არაერთი ჩანაწერი გააკეთა. ალბომში თავმოყრილია გურამ საღარაძის სხავდასხვა დროს წაკითხული ქართული პროზისა და პოეზიის მარგალიტები; უნიკალური ვიდეო ჩანაწერები მისი შემოქმედებიდან. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: