წიგნის კითხვის დღე


საქართველოს პირველი არხი ხვალ ყველას გეპატიჟებათ „წიგნების კითხვის ფესტივალზე“.

პროექტი გადაცემა „წიგნების თაროს“ ორგანიზებით 11 მაისს ლისის ტბაზე გაიმართება.  ფესტივალის კარი 12:00 საათზე გაიღება. მთელი დღის განმავლობაში იკითხეთ თქვენი საყვარელი გამოცემები ბუნებაში მოწყობილ ლამაზ და კომფორტულ გარემოში, ეწვიეთ „წიგნების თაროს“ სამკითხველო სივრცეს, ითხოვეთ ან გაცვალეთ წიგნები და მიიღეთ რჩევები ლიტერატურაზე.

„წიგნების კითხვის ფესტივალზე“ ასევე ჩატარდება მასტერკლასები, კითხვის უპრეცედენტო ფლეშმობი და რასაკვირველია ყველა შეძლებს ითამაშოს „წიგნების თარო“. 

ფესტივალი ლაივ-კონცერტით დაიხურება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან