გაძევება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო

10.01.2026 00:34

მიგრაციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს და საქართველოდან გააძევეს. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის 7 იანვარს აღნიშნული პირი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას გახდა აგრესიული, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანიის მოქალაქეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 4 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და საქართველოში შემოსვლა სამი წლით აეკრძალა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო