"ხელედულა 3" ჰესთან დაკავშირებული პრეზენტაცია სოფ. ხელედში ჩაიშალა
2018 წლის 12 მარტს, ქვემო სვანეთში, მდ. ხელედულას ხეობაში მდებარე სოფლების მოსახლეობის ნაწილმა სოფ. ლესემაში ცენტრალური გზა გადაკეტა. ისინი მდ. ხელედულაზე და მდ. დევაშზე დაგეგმილ "ხელედულა 3" ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის წარმომადგენელს ირაკლი ფირცხალაიშვილს იმავე დღეს 17:00 სთ-ზე სოფ. ხელედში უნდა გაემართა დაგეგმილი "ხელედულა 3" ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა (სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-თვის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს). გადაკეტილი გზის გამო ის ხელედში ასვლას ვერ ახერხებდა, თუმცა გზა გაიხსნა და ირაკლი ფირცხალაიშვილი ხელედში ავიდა. მან პრეზენტაცია კი დაიწყო მაგრამ ვეღარ გააგრძელა და იძულებული გახდა წასულიყო. ცოტნე მუსელიანი, 20180312_172613
www.svanetiinfo.ge-ის სხვა ვიდეოები
54:12
"ხელედულა 3" ჰესის პროექტში ცვლილების სკოპინგის ან...
02:30
"სოციალისტური საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა ლე...
00:50
ლატალის ბავშვთაანსამბლი - 26 მაისის კონცერტი, მეს...
00:50
ნათია ქურდიანი - სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის ა...
01:42
მალვინა მუკბანიანი, " საქართველოს სადღეგრძელო"
03:48
ალექსანდრე ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრი"...
00:42
ანსამბლი "რიჰო" - ხელმძღვანელი ვახტანგ ფილფანი 10....
მსგავსი ვიდეოები
"ხელედულა 3" ჰესის პროექტში ცვლილების სკოპინგის ანგარიშის წა...
www.svanetiinfo.ge
საპროტესტო აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობა იწყება
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
ბრძოლა ხელედულა ჰესის წინააღმდეგ ქვემო სვანეთში
Mtisambebi / მთის ამბები
ლენტეხში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მწვავე დაპირისპირება ლენტეხში - ქვემო სვანეთში ჰესების მშენე...
სააგენტო GUARDIAN GE
აქცია ლენტეხში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster