ელგუჯა მამუკელაშვილის საიუბილეო ღონისძიება უნივერსიტეტში

07.03.2014 01:19

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს პროფესორ ელგუჯა მამუკელაშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. მას დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა. ღონისძიებას, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ, ელგუჯა მამუკელაშვილის შემოქმედებითი წიგნების განხილვაც მოეწყო. დღეიდან მასთან დაკავშირებით, ჟურნალისტიკის სასწავლო ცენტრი დოკუმენტური ფილმების გადაღებას იწყებს, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით იქნება გადაღებული. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/MUGphK

გაზიარება: