შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „საიას“, „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს, როგორ უნდა მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების შესრულება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამნისტიის კანონპროექტია, რომელიც პარლამენტში სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიაზე პასუხისმგებლობის გადაკისრება ამნისტიასთან დაკავშირებით, მართებული არ არის. ის ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. ამნისტიის შესახებ კანონის მიღება შარლ მიშელის დოკუმენტით არის გაწერილი. კანონი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებს, ყველა დაკავებას და დარღვევას შეეხება. ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.