უსუფაშვილი: სებ-ის შესახებ კანონპროექტი მიიღებს ისეთ სახეს, რომელიც იქნება სასარგებლო სისტემისთვის

28.06.2015 01:12

„ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი მიიღებს ისეთ სახეს, რომელიც იქნება სასარგებლო სისტემისთვის და არ იქნება გარკვეული სპეკულაციების საშუალება“, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, უცხოელი და ქართველი ექსპერტების შეფასებები კანონპროექტის იმ ვერსიას ეფუძნება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იყო ინიცირებული. გუშინ კი პარლამენტმა კენჭი უყარა გაუმჯობესებულ კანონპროექტს, სადაც ექსპერტების შენიშვნები აისახა.

გაზიარება:
Compania