თელავის მუნიციპალიტეტში 54-ვე საარჩევნო უბანში შედეგები დათვლილია
„თელავის მუნიციპალიტეტში 54-ვე საარჩევნო უბანში შედეგები დათვლილია" - ამის შესახებ განცხადება თელავის №17-ე საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით მკალავიშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, კოალიცია „ქართული ოცნების" კანდიდატი, პლატონ კალმახელიძე, 42,66%-ით ლიდერობს. მას 22%-ით „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი, ალექსანდრე ძულიაშვილი მოსდევს. რაც შეეხება გამგებლობის კანდიდატებს, პირველ ადგილზე ისევ „ქართული ოცნების" კანდიდატი „ალექსანდრე შათირიშვილია, 49,87%-ით, ხოლო მეორეზე - „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი 26,83%-ით. დავით მკალავიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის საკრებულოს კანდიდატების განაწილება ჯერ არ დასრულებულა. საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ გამოვლინდება მანდატების რაოდენობა, როგორც ქალაქის, ასევე თემის საკრებულოში. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1lznveP
მსგავსი ვიდეოები
არჩევნები დღის მეორე ნახევარში
ტელეკომპანია თანამგზავრი
ნარკომანთა შორის ქალების სავარაუდო რაოდენობა 10%-ია
ტელეკომპანია თანამგზავრი
ახალი სამსახური გამგეობაში
ტელეკომპანია თანამგზავრი
#არჩევნები2020 წინასწარი მონაცემები რეგიონების მაჟორიტარულ ო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი -ლევან ანდრიაშვილი
ტელეკომპანია თანამგზავრი
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალი" დაიშალა
ტელეკომპანია თანამგზავრი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 ივლისის...
Telavi Assembly
,,ნაციონალური მოძრაობის" თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კა...
ტელეკომპანია თანამგზავრი