თელავის მუნიციპალიტეტში 54-ვე საარჩევნო უბანში შედეგები დათვლილია


„თელავის მუნიციპალიტეტში 54-ვე საარჩევნო უბანში შედეგები დათვლილია\" - ამის შესახებ განცხადება თელავის №17-ე საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით მკალავიშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, კოალიცია „ქართული ოცნების\" კანდიდატი, პლატონ კალმახელიძე, 42,66%-ით ლიდერობს. მას 22%-ით „ნაციონალური მოძრაობის\" მერობის კანდიდატი, ალექსანდრე ძულიაშვილი მოსდევს. რაც შეეხება გამგებლობის კანდიდატებს, პირველ ადგილზე ისევ „ქართული ოცნების\" კანდიდატი „ალექსანდრე შათირიშვილია, 49,87%-ით, ხოლო მეორეზე - „ნაციონალური მოძრაობის\" კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი 26,83%-ით.
დავით მკალავიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის საკრებულოს კანდიდატების განაწილება ჯერ არ დასრულებულა. საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ გამოვლინდება მანდატების რაოდენობა, როგორც ქალაქის, ასევე თემის საკრებულოში.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1lznveP

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან