მაშველებმა რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სოფელში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. დაზიანებულია გზები და ხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.
დაზიანებულია სოფელ უწერასთან და შოვთან მისასვლელი გზები. ადიდებულმა მდინარემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში სოფელთან მისასვლელი გზის ნაწილი დატბორა. ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში გაემგზავრნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.