შეთანხმება სერბეთსა და კოსოვოს შორის


ოვალურ კაბინეტში გამართულმა შეხვედრამ შედეგი მხოლოდ ნაწილობრივ გამოიღო. სერბეთსა და კოსოვოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით პრიშტინასთან გაფორმებული დოკუმენტი სერბეთსა და მის მოკავშირე რუსეთს შორის უთანხმოების მიზეზი ხდება.

თავის მხრივ, პრიშტინას აკრიტიკებს თურქეთი, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა. ანკარა იმ გეგმითაა უკმაყოფილო, რომელიც კოსოვოსა და სერბეთს, ასევე თეთრი სახლის ხელშეწყობით ისრაელთან დაკავშირებით აქვთ. იგულისხმება იერუსალიმში საელჩოს გახსნა, რის გამოც პრიშტანასა და ბელგრადს ევროკავშირიც აფრთხილებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან