შშმ ბავშთა დისკრიმინაცია - სკოლა ბორჯომის ქუჩაზე

25.09.2014 03:34

http://emc.org.ge/ თბილისში, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სასწავლო და სარეაბილიტაციო დაწესებულების „თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის“ ერთ-ერთი კარი, რომელიც მას აღმაშენებლის გამზირთან აკავშირებს და სკოლის ბენეფიციარებისთვის მოსახერხებელი სივრცეა სკოლაში შესაღწევად, მეზობლებმა დაადუღეს. მომხდარს დაწესებულების ხელმძღვანელები და მოსწავლეთა მშობლები სკოლის ბენეფიციარების მიმართ მეზობლების მხრიდან არატოლერანტულ დამოკიდებულებას უკავშირებენ. მათი განმარტებით, მეზობლების აგრესია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სწორედ ამ ნიშნითაა განპირობებული. დაწესებულებამდე მისასვლელად სკოლის ბენეფიციარები მეორე კარით (ბორჯომის ქუჩასთან დამაკავშირებელი) სარგებლობენ, რომელიც ტუბდისპანსერისა და კერძო მესაკუთრეთა ეზოზე გადის და ეს სკოლამდე მისაღწევი სივრცის გამოყენებას ართულებს. ამასთან, ბორჯომის ქუჩა მუდმივად გადატვირთულია და მათთვის სკოლამდე მისვლა დამატებით ბარიერებთანაა დაკავშირებული, რაც სკოლამდე დამაკავშირებელი მეორე კარის გახსნის საჭიროებას კიდევ უფრო აჩვენებს. სკოლის კარი, რომელითაც სკოლა უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ვერ სარგებლობს, მისი არსებობის მანძილზე მხოლოდ 3 კვირის განმავლობაში - ბორჯომის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესში ფუნქციონირებდა. თუმცა, მისი დასრულებისთანავე კარი მეზობლებმა კვლავ დაადუღეს და ამ ვითარების შეცვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ მოსწავლეთა მშობლები და დაწესებულების ადმინისტრაცია.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"კოალიცია თანასწორობისთვის\" 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაცია, პირველი არხის სიუჟეტი
01:20

"კოალიცია თანასწორობისთვის" 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაცია,...

The Coalition for Equality

სარჩელი დისკრიმინაციის ბრალდებით - რატომ დაიხურა შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი
03:59

სარჩელი დისკრიმინაციის ბრალდებით - რატომ დაიხურა შშმ ბავშვთა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტი და პირველი ლედი შშმ ბავშთა დღის ცენტრში
02:08

პრეზიდენტი და პირველი ლედი შშმ ბავშთა დღის ცენტრში

Giorgi Margvelashvili

Subaru Team Georgia - #გიწვევშენ რიგით მესამე საქველმოქმედო ღონისძიება
04:24

Subaru Team Georgia - #გიწვევშენ რიგით მესამე საქველმოქმედო...

SubaruTeamGeorgia Official

შშმ ბავშვთა  დღის ცენტრში არტ –თერაპიის ოთახის მოხატვა
03:03

შშმ ბავშვთა დღის ცენტრში არტ –თერაპიის ოთახის მოხატვა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

თბილისში შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა
01:13

თბილისში შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

TV IMEDI

თემქაზე შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა
01:05

თემქაზე შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მემორანდუმი შშმ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაზე
01:04

მემორანდუმი შშმ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო