2020 წლის ბიუჯეტის განხილვა

13.11.2019 04:21

მწვავე კითხვების ფონზე ჩაიარა ფინანსთა მინისტრის მოსმენამ. ივანე მაჭავარიანი დეპუტატების წინაშე 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას წარადგენს. პრიორიტეტები უცვლელი რჩება: ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება, პენსიების ზრდა და ხელფასების მატება საჯარო მოხელეებისთვის. თუმცა ცალკეული პროექტების დაფინანსების კუთხით შენიშვნები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. მათ შორისაა პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძემ მთავრობის წევრს 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გადახედვაც სთხოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: