შსს-ს ინიციატივა

26.11.2018 00:48

შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ინიციატივა. უწყება პარლამენტში ინიციატივით შევა, რომ ქუჩური გარჩევების კრიმინალიზება მოხდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ეს ის ინსტრუმენტია, რომლითაც შესაძლებელი იქნება კრიმინალურ მენტალიტეტს და ქურდულ სამყაროს ეფექტიანად ვებრძოლოთ. შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ქურდული მენტალიტეტის გაგება უნდა დასრულდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: