შსს-ს კიდევ ერთი განცხადება 8-9 მაისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი განცხადება 8-9 მაისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ ბოლო პერიოდში გამართული აქციების დროს ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ექვსი პირი დააკავა. ექვსივე მათგანს პროკურატურის მიერ ბრალი აქვს წარდგენილი და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც გაიგო პოლიტიკური ლიდერების, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ თანხას. დაკავებული აცხადებს, რომ ის თავისი ნებით მივიდა და გამოთქვა მზაობა, თანხის მიღების სანაცვლოდ, შეესრულებინა მათ მიერ მითითებული დავალება. ბრალდებულის თქმით, მან დავალების მიმცემი პირებისგან მაშინვე მიიღო თანხა, 1 200 ლარი. ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ მთავარი დავალება იყო პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მათი გაღიზიანება, გამოწვევა, სამართალდამცველების ყურადღების მიქცევა და ასევე, სხვადასხვა საპოლიციო ინფრასტრუქტურის დაზიანება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნინო გიორგობიანის საგანგებო განცხადება
MULTIMEDIA GE
სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
20-21 ივნისის აქციის საქმეზე, პასუხისგებაში მიეცა შსს-ს კიდე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგი
Georgian Government
პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი სპეცოპერაცია თბილისში - შსს-მ ნარკორეალიზაციის ბრალდე...
АдекватныйБомЖ