შსს-ს კიდევ ერთი განცხადება 8-9 მაისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება
05/11/2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი განცხადება 8-9 მაისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ ბოლო პერიოდში გამართული აქციების დროს ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ექვსი პირი დააკავა. ექვსივე მათგანს პროკურატურის მიერ ბრალი აქვს წარდგენილი და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც გაიგო პოლიტიკური ლიდერების, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ თანხას.
დაკავებული აცხადებს, რომ ის თავისი ნებით მივიდა და გამოთქვა მზაობა, თანხის მიღების სანაცვლოდ, შეესრულებინა მათ მიერ მითითებული დავალება. ბრალდებულის თქმით, მან დავალების მიმცემი პირებისგან მაშინვე მიიღო თანხა, 1 200 ლარი. ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ მთავარი დავალება იყო პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მათი გაღიზიანება, გამოწვევა, სამართალდამცველების ყურადღების მიქცევა და ასევე, სხვადასხვა საპოლიციო ინფრასტრუქტურის დაზიანება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.