პარტია „მოქალაქეების“ განცხადება


ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს პარტია „მოქალაქეები“. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი აცხადებენ, რომ უნდა დადგინდეს, არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობას ჩანაწერებში მოსაუბრე პირები და იყენებდნენ თუ არა სახელისუფლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის.

პარტია ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას მიმართავს და მათ კომისიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. რეგლამენტით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან