ხმაური და დაპირისპირება ბათუმში


ხმაური იყო ბათუმში,  „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციის დაწყებამდე, თეატრის ეზოში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შელაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ხათუნა ბერიძესა და „ქართული ოცნების“ აქტივისტ გიორგი გიორგაძეს შორის მოხდა. ხათუნა ბერიძე  თეატრთან მიხეილ სააკაშვილის პლაკატით მივიდა  და მმართველი გუნდის წევრებს შეძახილებით მიმართავდა, რასაც გიორგაძის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა და შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაცია რამდენიმე წუთში განიმუხტა. ამ დროისთვის კონფერენცია დაწყებულია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კი მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან