ბრალდებები ესტონეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ


მოუწევს თუ არა ესტონეთის პრემიერს თანამდებობის დატოვება - რამდენიმე კვირაა, კაია კალასი მისი ოჯახის მიმართ გამოთქმული ბრალდებების მოგერიებას ცდილობს და აცხადებს, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს. საქმე ესტონეთის მთავრობის მეთაურის მეუღლის ბიზნესსაქმიანობას ეხება. ირკვევა, რომ არვო ჰალიკი იმ კომპანიის წილის მფლობელია, რომელიც რუსეთში ბიზნესს უკრაინაში ომის დროსაც აწარმოებდა. ამ თემის გამოაშკარავების შემდეგ, პერემიერის მეუღლემ აქციები მინიმალურ ფასად გაყიდა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, - ოპონენტებთან ერთად, კაია კალასის გადადგომას ითხოვენ პოლიტოლოგებიც. ახლა მთავრობის მეთაური ორშაბათის სხდომას ელოდება და ბრალდებებზე საპასუხოდ ემზადება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან