ერთობლივი კომისიის სხდომა

22.05.2021 01:21

თბილისში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა. განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი. 2020 წლის მონაცემებით, უნგრეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 4%-ით და ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრულ ბაზარზე 20%-ით გაიზარდა. სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომის ოქმს და ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: