ქვევრი

01.03.2021 27:26

1970 წელი სცენარის ავტორი - რეზო გაბრიაძე. რეჟისორი - ირაკლი კვირიკაძე. კომპოზიტორი - გია ყანჩელი. მონაწილეობენ: ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე, ჰენრიეტა ლეჟავა, ეროსი მანჯგალაძე. გოგია მშრომელი, სიტყვაძუნწი, მომჭირნე, ბუზღუნა კაცია. შორიდან ჩამოტანილი ქვევრის გატეხვით გულშემოყრილს, დასახმარებლად სოფლის ხელოსანი - აბესალომი მიჰყავს. აბესალომი ქვევრს კი გაამთელებს, მაგრამ თავად უნებლიე პატიმარი ხდება - ქვევრიდან ვეღარ გამოდის. რას აღარ ცდიან გოგია, მისი მეზობლები და თვით მილიციის განყოფილების უფროსიც კი, მაგრამ ქვევრი ბოლოს მაინც გასატეხი ხდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: