ვატიკანი შუამავლობისთვის მზაობას გამოთქვამს
ვატიკანში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად ნებისმიერი სახის შუამავლობისთვის არიან მზად. ამის შესახებ ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას, რუსულ მხარეს რომის პაპის მოწოდება გადასცა, უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით. „სიტყვები მნიშვნელოვანია და რაც ხდება უკრაინაში, იმის სამხედრო ოპერაციად განსაზღვრა, რეალობის არაღიარებას ნიშნავს. ჩვენ ვხედავთ ომს, რომელსაც, სამწუხაროდ, მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა“, – განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა. ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის მეორე დღეს, ვატიკანში რუსეთის საელჩოში რომის პაპის ვიზიტი იყო პირადი ნაბიჯი, რათა მოსკოვისთვის გამოეხატა თავისი შეშფოთება ომის ესკალაციის შესახებ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვატიკანი
Davit Sidamonidze
ვატიკანი
უკომენტაროდ
ვატიკანი სომხური ლიტურგია. სომხურ ენ. Армянская литургия в В...
Armenian Community of Georgia
ვატიკანი სომხური ლიტურგია Армянская литургия Vatican Holy Ma...
Armenian Community of Georgia
ვატიკანი (რომის რესპუბლიკიდან დამოუკიდებლობამდე)
Ninette
ვატიკანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად უბრუნდება
ამერიკის ხმა
ვატიკანი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რომის პაპი: " სომეხი ერის სასაკლაო 1915 იყო გენოციდი" ვატიკა...
Armenian Community of Georgia