ოთინაშვილი თავისუფალია


ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული საქართველოს ორივე მოქალაქე გათავისუფლებულია.

11-დღიანი პატიმრობის შემდეგ ოჯახში დაბრუნდა მაია ოთინაშვილი. გათავისუფლდა ასევე 3 დღის წინ დაკავებული აკაკი დოთიაშვილი. ისინი უკვე მოინახულა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

ოსური მედიის ცნობით, ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პირობითი „სასჯელი“ მიუსაჯა, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით.

ნინო ფისაძე დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან