ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა

18.11.2023 02:52

ექვსი წლის შემდეგ პირველად, ჩინეთის ლიდერი აშშ-ში ჩავიდა. ჩინეთი არავისთან აპირებს არც ცივ და არც ცხელ ომს, განაცხადა სი ძინპინმა აშშ-ს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ და გამოთქვა მზაობა, ჩინეთი იყოს შტატების პარტნიორი და მეგობარი. ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და მომგებიანი თანამშრომლობა - ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ურთიერთობის ფუნდამენტური პრინციპებია. მისივე განმარტებით, ჩინეთი არასოდეს დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არასოდეს ერევა აშშ-ის საშინაო საქმეებში და არ აპირებს მის გამოწვევას ან შეცვლას და მიესალმება თავდაჯერებულ, ღია, განვითარებად და აყვავებულ აშშ-ს. ანალოგიურად, აშშ-მა არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან, ეს სი ძინ პინის მთავარი სათქმელი იყო. პირდაპირი, ღია, მკაფიო სამხედრო კომუნიკაციები განახლდება - ასეთია აშშ-ს პრეზიდენტისთვის შეხვედრის შედეგი. ჯო ბაიდენის თქმით, ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მთავარ კონფლიქტზე - ტაივანზეც ისაუბრეს. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ტაივანის სრუტეში. აშშ-ს პრეზიდენტის შეფასებით, ეს იყო ყველაზე კონსტრუქციული და პროდუქტიული საუბარი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: