ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
06/09/2019
ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა, შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს, რადგან კომისიას ზარალის დათვლა არ დაუსრულებია. ზარალის დათვლის პარალელურად მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა გაიწმინდა, სადაც მეწყერი იყო ჩამოწოლილი. ამ მონაკვეთის აღდგენის შემდეგ ორი სოფლის მოსახლეობა ცენტრალური გზის მოწესრიგებამდე ადმინისტრაციულ ცენტრს აღნიშნული მონაკვეთით დაუკავშირდება.
შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვანიდან მარელისი-კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი და სანიაღვრე არხები. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შედეგად ელექტროენერგია ყველა ოჯახს მიეწოდება და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და ადგილზე შეხვდნენ დაზარალებულ მოსახლეობას. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ დახმარებას დაპირდნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.