#დიდი10 მე-11 ტურის #მიმოხილვა #RoundUp #HIGHLIGHTS

02.12.2015 11:05

#დიდი10 მე-11 ტურის ტურის მიმოხილვა #ჯიქი 13:25 ლოკომოტივი გორს კოხტად მოუგო საქართველოს 9-გზის ფალავანმა, ლოკომოტივმა. რკინიგზა საათის თავზე პრემიასაც უმიზნებდა, მაგრამ მერე ლელო ჯიქმაც დადო და 13:25 -ღა წააგო. #არმაზი 12:15 #ყოჩები ქიქერთა დუელში ყოჩმა ერთი გოლით აჯობა არმაზელს. ვაზისუბნელებს თამაშის გაფრევება შეეძლოთ, მაგრამ ნუგეშით მეექვსედაც (!) წაგება რა ბედენააო და გასატანი ჯარიმა კიდეზე დაარტყეს. ჰოდა, სულ ფუჭად – 12:15 #ხარები 3:8 #აკადემია რუსთავში იომეს აკადემიამ და ხარებმა. ელიტაში დაბრუნებული მხატვრები მთელი თამაში წინ იყვნენ, მასპინძლებმა კი ბოლოსღა გაიტანეს გოლი – 3:8 #არმია 9:15 #ლელოსარასენს ავჭალაში, დასკვნით მეოთხედამდე აგებდა ლელოც, მაგრამ ჯერ წინ გავიდა, წამატებულ დროში კი პრემიაც აიღო. ხელცარიელი არც არმია დარჩენილა – წლეულს მეხუთედაც (!) მიითვალა ნუგეში – 9:15 #აია 9:2 #ბათუმი ბათუმი ქუთაისში, ულელოო რკენაში, დამარცხდა ორი ჯარიმით. სხვაობა ლამის სულ ბოლომდე 3 ქულა იყო, მაგრამ აჭარლებმა სინბინი მიიღეს და გოლიც გაუშვეს – 9:3 მასპინძელთა სასარგებლოდ.

გაზიარება: