ერთობლივი პრესკონფერენცია

10.09.2022 02:06

„რუსეთი თუ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, მშვიდობა დამყარდება, თუ უკრაინა შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც სუვერენული ქვეყანა“ - ამის შესახებ ბრიუსელში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. სტოლტენბერგმა ენტონი ბლინკენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა. ის აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოცხადებას მიესალმება.

იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, უკრაინა კი სამხრეთ-აღმოსავლეთით პროგრესს აღწევს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ალიანსის წევრებთან ერთად, მოსკოვს კიდევ ერთხელ გაუგზავნა გზავნილი, რომ ნატო ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub