მკაცრი კარანტინი ლენტეხის მუნიციპალიტეტში


კარანტინის ზონად გამოცხადებული ლენტეხი და ერთ დღეში სრულად შემოწმებული სოფელი მელე. მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში ამ დროისთვის მცხოვრები 50-ვე ოჯახი გამოკვლეულია. დასრულებულია სადეზინფექციო სამუშაოების პირევლი ეტაპიც. ლენტეხში გადაადგილება მკაცრად შეზღუდულია. მაღალი რისკის ზონაში მუშაობენ სააფთიაქო ქსელები და სასურსათო მაღაზიები. რაიონში ამ დროისთვის ხუთი დადასტურებული შემთხვევაა - მათი ყველა კონტაქტი მოძიებულია.

ჩაკეტილ ლენტეხში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი რჩება. ნოდარ ჩაჩუა ბოლო ცნობებს მოგვაწვდის ადგილიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან