ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

06.12.2025 11:28

ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს არასდროს შეუძენია - ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგი, რომელიც დღეს საზოგადოებას უწყების უფროსის პირველმა მოადგილემ გააცნო. ლაშა მაღრაძის განცხადებით, BBC-ის ფილმთან დაკავშირებით, სადაც თბილისში გასული წლის აქციებზე მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებაზე იყო საუბარი, ჯამში 93 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, სამხარაულის ეროვნულ ბიუროში კი ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა. უწყებაში ახლა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობს.

ნათია ქენქაძე ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. 
 
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub