ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

06.12.2025 11:28

ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს არასდროს შეუძენია - ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგი, რომელიც დღეს საზოგადოებას უწყების უფროსის პირველმა მოადგილემ გააცნო. ლაშა მაღრაძის განცხადებით, BBC-ის ფილმთან დაკავშირებით, სადაც თბილისში გასული წლის აქციებზე მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებაზე იყო საუბარი, ჯამში 93 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, სამხარაულის ეროვნულ ბიუროში კი ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა. უწყებაში ახლა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობს. ნათია ქენქაძე ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.    ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: