გახსნილი დანაშაული


კახეთის პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 20 თებერვალს მოქალაქის კუთვნილ სურსათის მაღაზიაში შეიჭრა, მაღაზიის მეპატრონეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ყაჩაღურად გასტაცა 1 500 ლარი, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და სიგარეტი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან